Geo Eng Rus

სვანიძე: “მოსამართლეები, ვინც უვადოდ დაინიშნენ, ყველა უმწიკვლო რეპუტაციით არ სარგებლობენ”

ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსამართლეების უვადოდ გამწესებას საზოგადოებაში და თავად ხელისუფლებაშიც არაერთგვარი დამოკიდებულება მოჰყვა. ყველაზე მეტად კი კრიტიკა იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამ გამოიწვია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული საქმეების მოსამართლეები იყვნენ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ისიც არ გამორიცხა, რომ გარკვეული ხარვეზების გამო, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდეს. ამ თემასთან დაკავშირებით  “მეტრონომის” კითხვებს საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ადვოკატი გოჩა სვანიძე პასუხობს.

„მეტრონომი“: როგორ შეფასებთ მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით დაწყებულ აჟიოტაჟს და იმ ხარვეზებს, რომელზეც არა ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და თავად მოსამართლეებიც საუბრობენ..

გოჩა სვანიძე: მოსამართლეების უვადო დანიშვნის მიზანშეწონილება შეფასდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. დღევანდელი გადასახედიდან შეუძლებელია სწორი დასკვნის გამოტანა. ერთის მხრივ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან ნაადრევი გვეჩვენება, მეორე მხრივ კი თუ არა მოსამართლისთვის გარანტიების მიცემა, მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება მართლმსაჯულების ხარისხს, ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მოსამართლის დამოუკიდებლობასთან. ასე, რომ ველოდოთ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

-მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო კრიტიკული გახდა, რაც გახმაურებული საქმის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მოხდა. პრემიერმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარკაპანაძის უვადოდ დანიშვნა მწვავედ შეაფასა, რომელმაც 2005 წელს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სულხანმოლაშვილს…როგორია თქვენი პოზიცია?

-მოსამართლეები, ვინც უვადოდ დაინიშნენ, ყველა მათგანი არ სარგებლობს უმწიკვლო რეპუტაციით. უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება არ ნიშნავს ამ წესის გავრცელებას ყველა მოსამართლეზე. მოსამართლეთა შერჩევის წესი (თუ ასეთი საერთოდ არსებობს), კრიტიკას ვერ უძლებს.

-ერთ-ერთ სხდომაზე ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის “ნარჩენებისგან” უნდა გაიწმინდოს. ფიქრობთ, თუ არა რომ ამ სისტემაში ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და გარკვეული კლანური მმართველობაა?

-არ მგონია, რომ კლანური მმართველობის პრობლემა არსებობდეს. არსებობს მოსამართლეთა დამორჩილების ადმინისტრაციული მეთოდი და დამორჩილებულ მოსამართლეთა ერთიანი ინტერესები, ასევე ცალკეულ პირთა (ადვოკატი, მოსამართლე, პროკურორი) ორგანიზებული ერთობა დანაშაულებრივი ინტერესების გარშემო, ანუ კორუფციული ინტერესები, რასაც ვერ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი მოსამართლეები რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ეს არის რეალური პრობლემა. ამას საერთო არ აქვს ე.წ. კლანურ მმართველობასან. თუმცა თავის მხრივ ეს არანაკლებ საშიში მოვლენაა, ვიდრე კლანური მმართველობა.

-ექსპერტების აზრით, როგორც პროცესი, ასევე შედეგები ამ პროცესის – კონკრეტული სახელებისა და გვარების მაგალითზე – ვერ ადასტურებს იმას, რომ შერჩევის პროცესისთვის პრიორიტეტი არის სწორედ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ფონზე მართლმსაჯულების სისტემა?

-მთავარი პრობლემა, რაც წარმოიშვება არასწორი შერჩევის პროცესის გამო, არის ნიჰილიზმი, მოქალაქეთა უიმედობა და შეგრძნება იმისა, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს.

-იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ – პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ მან უვადოდ დანიშნოს და სასამართლო ხელისუფლებაში შეინარჩუნოს სწორედ ის მოსამართლეები, რომელთა კონტროლი უფრო მარტივი იქნება..

-ვერ გეტყვით რა გათვლა ჰქონდათ მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისას, მაგრამ უვადოდ დანიშვნა, მოსამართლეზე კონტროლზე უარის თქმას უფრო ჰგავს, ვიდრე მასზე კონტროლის დაწესების მცდელობას.

  • 01
    თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • 02
    საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 03
    თბილისის საქალაქო სასამართლო
  • 04
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 05
    სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • 06
    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 07
    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • 08
    აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 09
    უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
  • 10
    საქართველოს სასამართლოები
  • 11
    საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • 12
    საჯარო ინფორმაციის პროგრამა
  • 13
    დიალოგის განვითარებისთვის
  • 14
    განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
  • 15
    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
  • 18
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • 16
    სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
  • 19
    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 17
    საპროცესო ვადის გამოთვლა
  • 20
    საქართველოს რაგბის
    კავშირი

Please publish modules in offcanvas position.