Geo Eng Rus

“ადვოკატურის მთავარი პრობლემა ვიწრო სპეციალიზაციის სტანდარტების არქონაა”

ადვოკატურაში განსახორციელებელი აუცილებელი რეფორმები და არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების კოდექსი, არის თუ არა  ბავშვის  ინტერესებზე მორგებული-ამ და ადვოკატურაში არსებულ სხვა პრობლემებზე „მეტრონომს“ საადვოკატო ბიუროს „სვანიძე და პარტნიორების“, დამფუძნებელი და ადვოკატი გოჩა სვანიძე ესაუბრა.

სვანიძის განცხადებით, პროფესიაში შესვლის სახელმწიფო სტანდარტი მოძველებულია და გამოცდის ჩაბარება არ უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უნარების ცოდნის შემოწმებას. გარდა ამისა, ადვოკატის აზრით ადვოკატებში ყველაზე რთულად  ეთიკის პრობლემებია. რაც შეეხება არასრულწლოვანების საკითხს, სვანიძის განცხაადებით, ამ კუთხით კანონი დასახვეწია, რადგანაც   ბავშვთა ფსიქოლოგთა და პედაგოგთა კომპეტენტური მოსაზრებები აკლია.

„მეტრონომი“: რეფორმის რამდენიმე ტალღა შეეხო სასამართლო სისტემას, ცვლილებები ასევე შეეხოპოლიციისა და პროკურატურის სტრუქტურებს, მაგრამ ნაკლებად გვსმენია რეფორმებზე  ადვოკატურაში.

არა და, ადვოკატების მისამართითა რცთუ იშვიათად გვესმის პრეტენზიები. როგორ შეაფასებდით დღევანდელ საადვოკატო სისტემას, რაპრობლემებია ადვოკატურაში?

გოჩა სვანიძე: ადვოკატურის მთავარი პრობლემა არის ვიწრო სპეციალიზაციის სტანდარტების არქონა, ის სისტემა რაც დღეს არსებობს და ადვოკატებს ჰყოფს მხოლოდ სამოქალაქო, სისხლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატებად, არ არის სრულყოფილი და არ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს. პროფესიაში შესვლის სახელმწიფო სტანდარტი მოძველებულია და გამოცდის ჩაბარება არ უზრუნველყოფს ადვოკატის პროფესიული უნარების ცოდნის შემოწმებას. გარდა ამისა, არის ეთიკის პრობლემებიც.

-სასამართლოში წარმომადგენლების არსებობას ის გამართლება აქვს, რომ ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები განთავისუფლდნენ ადვოკატებისთვის სავალდებულო გადასახადისგან და ანაზღაურების გარეშე შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?

– წარმომადგენლის ინსტიტუტის გამართლება დასახელებული მიზეზით არ არის მართებული. ამ პრობლემის მოგვარების აპრობირებული გზა არის პრო-ბონო მომსახურება ან ე.წ. სახაზინო ადვოკატის დახმარება

– თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ ცვლილებები  საჯარო სამსახურების იურიდიულ საქმიანობაშიც უნდა მოხდეს?

– დიახ, უნდა მოხდეს. საჯარო სამსახურში დასაქმება არ უნდა იყოს საკმარისი პირობა ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი წარმომადგენლობის განსახორციელებლად. ვფიქრობ წარმომადგენლისთვის ადვოკატის სტატუსის ქონა უნდა იყოს აუცილებელი პირობა.

– ფიქრობთ, თუ არა, რომ ცვლილებები არა მარტო საადვოკატო-იურიდიული საქმიანობის რეგულაციაში უნდა მოხდეს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს რეფორმას?

-მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს გადაუდებელ რეფორმებს, კერძოდ: ა. დღეს არ არსებობს რეალური შეჯიბრებითობის პრინციპი და ბ. მოსამართლეთა დანიშვნა/არჩევის არსებული წესი არის შესაცვლელი და არ პასუხობს მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და დაცვას.

– რას ფიქრობთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე და  რამდენადაა მორგებული ბავშვის  ინტერესებზე?

-დასახვეწია, ჩემი აზრით აკლია ბავშვთა ფსიქოლოგთა და პედაგოგთა კომპეტენტური მოსაზრებები.

-რამდენად კარგად არიან ინფორმირებული კოდექსით გათვალიწინებული უფლებების შესახებ არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი?

– სამწუხაროდ არასაკმარისად.

-როგორ უნდა ამაღლდეს არასრულწლოვანთა ცნობიერება, რომ მათ საკუთარი უფლებების შესახებ იცოდნენ?

-არასრულწლოვანთა უფლებების პროპაგანდა მიზნად არ უნდა ისახავდეს ფორმალურ ცოდნას,რისი მეშვეობითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის ცნობიერების არაჯანსაღი მანიპულირება.უფლებების პროპაგანდის მიზანი უნდა იყოს არასრულწლოვანთა ჩართვა სოციალურ ცხოვრებაშიდა მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

-უნდა მოხდეს თუ არა  სასამართლო სისტემის პრეცედენტულ სამართალზე გადასვლა და ფიქრობთ თუ არა, რომ საბოლოოდ  მართლმსაჯულების რეფორმის გაუთავებელ ტალღებს დაასრულებს? 

-პრეცედენტები იქმნება კონსტიტუციის (ადამიანთა უფლებების) ყოველდღიური, ცოცხალი გამოყენების პირობებში. როდესაც კონკრეტული სამართლის ნორმა სასამართლოს მიერ განიმარტება არა კონსტიტუციური პრინციპის ჭრილში, არამედ დამოუკიდებლად, მისგან განყენებულად, არანაირი სისტემა, იქნება ეს პრეცედენტული თუ დაწერილი სამართლის – ვერ უპასუხებს მართლმსაჯულების მიზნებს. ამდენად, ე.წ. პრეცედენტულ სისტემაზე გადასვლა არ არის გამოსავალი.

  • 01
    თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • 02
    საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 03
    თბილისის საქალაქო სასამართლო
  • 04
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 05
    სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • 06
    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 07
    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • 08
    აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 09
    უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
  • 10
    საქართველოს სასამართლოები
  • 11
    საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • 12
    საჯარო ინფორმაციის პროგრამა
  • 13
    დიალოგის განვითარებისთვის
  • 14
    განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
  • 15
    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
  • 18
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • 16
    სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
  • 19
    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 17
    საპროცესო ვადის გამოთვლა
  • 20
    საქართველოს რაგბის
    კავშირი

Please publish modules in offcanvas position.