Geo Eng Rus

“ძვირადღირებული ადვოკატი არ არის არც საკმარისი და არც აუცილებელი პირობა რომ ის პროფესიონალი იყოს”

ადვოკატის პროფესია საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას  იწვევს და აქედან გამომდინარე უამრავ კითხვას. თუმცა,  ამ პროფესიის ბოლომდე ჩაწვდომას ალბათ დიდი დრო დასჭირდება.   საინტერესოა, რას ნიშნავს, იყო კარგი ადვოკატი, საერთოდ, არსებობს თუ არა ამგვარი დეფინიციები და ზუსტი შეფასებები და ამასთან, საკმარისია თუ არა, უბრალოდ, კარგი ადვოკატობა?

ამ კითხვებზე „მეტრონომს“ საადვოკატო ბიუროს „სვანიძე და პარტნიორების“,  დამფუძნებელი და ადვოკატი გოჩა სვანიძე პასუხობს. სვანიძის თქმით, მისი კომპანია ადვოკატის წარმატების  მიღწევის სამ ძირითად პრინციპს ერთგულად იცავს  და მათი მთავარი მიზანია კლიენტების ინტერესებზე ორიენტირება; კლიენტების ინტერესების დაცვა კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, ასევე ეთიკური ნორმების დაცვით და კლიენტებისათვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების განხორციელება.

“მეტრონომი“: პირველ რიგში თქვენი კომპანისი შესახბ, რომ გვიამბოთ…

გოჩა სვანიძე: კომპანია შეიქმნა 2003 წლის თებერვალში. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც კს „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები“-ს დამფუძნებლებმა ზვიად კორაძემ და გოჩა სვანიძემ გადაწყვიტეს ლიკვიდაცია მოეხდინათ თავიანთი კომპანიის და ცალ-ცალკე გაეგრძლებინათ საქმიანობა.

კომპანიის დამფუძნებლები გოჩა სვანიძესთან ერთად გახდნენ „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები“-ს  ადვოკატები დავით ვადაჭკორია, არჩილ მშვენიერაძე და მიხეილ სარჯველაძე.

-რატომ  და როდის გადაწყვიტეთ, რომ იურდიული კომპანიაა გაგეხსნათ?

-იდეა იურიდიული კომპანიის გახსნისა გაჩნდა 1996 წელს, როდესაც დაფუძნდა პირველი კერძო იურიდიული კომპანია კს „კორძაძე, სვანიძე და ოქრუაშვილი“. 2003 წელს კს „საადვოკატო ბიურო – სვანიძე და პარტნიორები“-ს დაფუძნება გახლავთ გოჩა სვანიძის ორგანიზებული საადვოკატო საქმიანობის გაგრძელება.

-ადვოკატი არის  თავისუფალი  პროფესია?  ეს თავისუფლება განგვიმარტეთ?

-ადვოკატი დამოუკიდებლად განსაზღვრავს თუ სამართლის რომელ დარგში მოუწევს პრიორიტეტულად მუშაობა, დამოუკიდებლად გეგმავს სამუშაო დღეს და დასვენების სათებს, აქტივობის ხარისხს (ერთდროულად წარმოებული საქმეების რაოდენობას), ქმნის კლიენტებთან ურთიერთობისა დადაცვის წარმოების პრინციპებს. საქმეებს წარმართავს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით, შესაბამისად დამოუკიდებლად ირჩევს პოტენციური კლიენტის შეთავაზებით, წარმოებაში მისაღებ საქმეებს.

-რა როლი ენიჭება ადვოკატის ეთიკის კოდექსს მის საქმიანობაში?

-წინა კითხვაზე გაცემული პასუხი გულისხმობს ადვოკატის საქმიანობის განხორციელებისას როგორც ზოგადად, კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა უპირობოდ დაცვას. ამდენად, ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დაცვა არის ადვოკატის პროფესიული ვალდებულება.

– რა წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობის მთავარ პრინციპებს?

-იხ. ადვოკატთა ეთიკის კოდექსი

-რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა პირად ინტერესთან მიმართებაში?

-გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ყველაზე მთავარი კლიენტთან ურთიერთობისას რა არის?

-ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვა და პროფესიონალიზმი. სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია.

 ბატონო გოჩა რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში?

-ყველა წვრილმანის გათვალისწინება, მთავარი და მეორეხარისხოვანი კომპონენტების სწორად განსაზღვრა, დაცვის ცენტრალური ხაზის გატარება, ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია, სწორი კომუნიკაცია პროცესის მონაწილე პირებთან.

– რამდენად რთულია იყო კარგი ადვოკატი?

-ადვოკატი არ არის მხოლოდ პროფესიულად განსწავლული ადამიანი. მას უნდა გააჩნდეს მრავალმხრივი ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

– ძვირადღირებული ადვოკატი ძლიერ ადვოკატს ნიშნავს?

-ნაწილობრივ. დროებით, შეიძლება ძვირადღირებული გახდეს გაქნილი, სიტუაციას მორგებული, მედროვე, ნაკლებად პროფესიონალი ადვოკატიც, თუმცა დროის ხანგრძლივ მონაკვეთში შეუძლებელია ასეთი თვისებების მქონე პიროვნებისთვის ამ სტატუსის შენარჩუნება. ძვირადღირებული ადვოკატი შეიძლება ასევე იყოს ხელისუფლებასთან დაახლოებული, ე.წ. ჩამწყობი ადვოკატი, კლიენტებისათვის სასურველი შედეგების გარანტიების გამო. ხშირად ადვოკატი  მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების მიუხედავად, არ არის ძვირადღირებული. თუმცა არც გამოირიცხება ისიც, რომ ასეთი ადვოკატი იყოს ძვირადღირებულიც.

ამდენად ადვოკატის ძვირადღირებულება არ არის არც საკმარისი და არც აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვამტკიცოთ მისი პროფესიონალიზმი

-განსაზღვრავთ თუ არა წინასწარ საქმის სავარაუდო შედეგს და რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი ვარაუდი?

-გარკვეული ვარაუდების გამოთქმა ადვოკატის ვალდებულებაცაა, თუმცა გარანტიების გაცემა მას ეკრძალება.

რა თქმა უნდა, საქმის სავარაუდო შედეგს მეც განვსაზღვრავ, რაც ხშირად მართლდება, თუმცა არა ყოველთვის. ამას გააჩნია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ახსნა.

-ანუ თქვენ თვილთ რომ დღეს მოსამართლეებს ჩვენს ქვეყანაში უჭირთ იყვნენ დამოუკიდებლები და ობიექტურები?

მოსამართლეებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვაგანაც უჭირთ იყვნენ დამოუკიდებლები და ობიექტურები. ეს უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მათ სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, პიროვნულ (როგორც მენტალურ, ასევე მორალურ) თვისებებზე.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში მატერიალურად თვითკმარი და შინაგანად თავისუფალი, გაცნობიერებული სოციალური ფუნქციებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანების რიცხვი არ არის მაღალი, დამოუკიდებელ და ობიექტურ მოსამართლეთა რიცხვი დაბალია. რაც შეეხება კითხვას რომ მოსამართლეებს უჭირთ თუ არა იყვნენ დამოუკიდებელი და ობიექტური, ვფიქრობ ბოლომდე გამართული არ არის, ვინაიდან მოსამართლე, რომელიც შინაგანად დამოუკიდებელი და ობიექტურია, მას არ უჭირს ჩვენს ქვეყანაში იყოს ასეთი, ხოლო თუ მას ასეთი თვისებები არ გააჩნია, იგი ვერასოდეს გახდება დამოიკიდებელი და ობიექტური.

-როგორ ფიქრობთ ადვოკატის პროფესია რა სიმაღლეზე დგას დღეს საქართველოში?

-თუ შევაფასებთ 10 ბალიანი სისტემით, მე დავუსვამდი ნიშანს 4.

  • 01
    თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • 02
    საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 03
    თბილისის საქალაქო სასამართლო
  • 04
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 05
    სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • 06
    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 07
    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • 08
    აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 09
    უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
  • 10
    საქართველოს სასამართლოები
  • 11
    საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • 12
    საჯარო ინფორმაციის პროგრამა
  • 13
    დიალოგის განვითარებისთვის
  • 14
    განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
  • 15
    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
  • 18
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • 16
    სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
  • 19
    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 17
    საპროცესო ვადის გამოთვლა
  • 20
    საქართველოს რაგბის
    კავშირი

Please publish modules in offcanvas position.