გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ადვოკატის ირაკლი გრძელიძის განცხადებით, ე.წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს.
"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ე. წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით გიორგი დგებუაძე სრულიად უდანაშაულოა, ყოველ შემთხვევაში, იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მას წარდგენილი აქვს, მასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რასაც ედავებიან. ამ ბოლო დროს ძალიან ტენდენციური გახდა გიორგი დგებუაძის ე. წ. "მასტერას" სხვადასხვა კონტექსტში მოხსენიება და მისი პიროვნების მიმართ შავი პიარის შექმნა. სადაც გიორგი დგებუაძის სახელი იქნა მოხსენიებული, ფაქტიურად, მისი დანაშაული არც ერთ ფაქტთან არ დასტურდება" - აცხადებს გრძელიძე.