Geo Eng Rus

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ადეიშვილის ადვოკატი გოჩა სვანიძე ადასტურებს.

"თიბისი" ბანკის ადვოკატი გოჩა სვანიძე „უფლებადამცველთა გაერთიანების" განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ "თიბისი" ბანკი ხელისუფლებასთან შეთანხმებით "ელიტ ელექტრონიქსის" წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

ადვოკატი გოჩა სვანიძე პროკურატურის წინააღმდე გ- იურისტი კბილაშვილის უწყებას სისხლის სამართლის კოდექსის უხეშად დარღვევაში ამხელს. ადვოკატს არგუმენტად მამუკა ნიკოლეიშვილისა და ალექსანდრე სილაგაძის საქმეები მოჰყავს და ამტკიცებს, რომ მათ მიმართ პროკურატურამ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულად ყოფნის ცხრათვიანი ვადა უხეშად დაარღვია. ორივე პირი ეკონომიკური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული და საქართველოდან გაქცეულია.

გიორგი დგებუაძის იგივე „მასტერას“ საქმის განხილვის პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული. კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, ირაკლი გრძელიძის ინფორმაციით, პროცესი შესაძლოა არ გაიხსნას. მიზეზად ადვოკატი წინა პროცესზე დაცვის მხარის პოზიციას ასახელებს.

გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ადვოკატის ირაკლი გრძელიძის განცხადებით, ე.წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს.

"თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ე. წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით გიორგი დგებუაძე სრულიად უდანაშაულოა, ყოველ შემთხვევაში, იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მას წარდგენილი აქვს, მასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რასაც ედავებიან. ამ ბოლო დროს ძალიან ტენდენციური გახდა გიორგი დგებუაძის ე. წ. "მასტერას" სხვადასხვა კონტექსტში მოხსენიება და მისი პიროვნების მიმართ შავი პიარის შექმნა. სადაც გიორგი დგებუაძის სახელი იქნა მოხსენიებული, ფაქტიურად, მისი დანაშაული არც ერთ ფაქტთან არ დასტურდება" - აცხადებს გრძელიძე.

Page 1 of 2

  • 01
    თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • 02
    საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 03
    თბილისის საქალაქო სასამართლო
  • 04
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 05
    სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • 06
    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 07
    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • 08
    აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 09
    უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
  • 10
    საქართველოს სასამართლოები
  • 11
    საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • 12
    საჯარო ინფორმაციის პროგრამა
  • 13
    დიალოგის განვითარებისთვის
  • 14
    განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
  • 15
    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
  • 18
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • 16
    სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
  • 19
    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 17
    საპროცესო ვადის გამოთვლა
  • 20
    საქართველოს რაგბის
    კავშირი

Please publish modules in offcanvas position.