ტერმინთა განმარტებები:
- „მედიაცია“ („მედიატორი“) - გულისხმობს მხარეთა (სუბიექტებს) შორის, ურთიერთმორიგების (სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოების გარეშე) პროცესის წარმართვის და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით - ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის უზრუნველყოფას;
- „მხარეები“ („სუბიექტები“) - გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტების საფუძველზე - დაპირისპირებულ მხარეებს;
„მედიაციის“ ტიპის მომსახურეობის აქტუალურობა :
- სასამართლო (საარბიტრაჟო) პროცესში, მხარეების მონაწილეობის შედეგად:
- ერთ-ერთი მხარე, როგორც წესი რჩება „წაგებულ“ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც მხარეთა მორიგების შედეგად, უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე რჩება დაკმაყოფილებული, მიღებული შეთანხმების შედეგად;
- სასამართლო (საარბიტრაჟო) პროცესთან დაკავშირებული, მხარეთა მიერ გაწეული დანახარჯები გაცილებით აღემატება, „მედიაციის“ („მედიატორის“) მომსახურეობის ხარჯებს;
- სასამართლო პროცესის, შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, დაკავშირებულია მხარეთა ე.წ. „ალტერნატიულ დანახარჯებთან“, რაც ფაქტიურად მინიმიზირებულია „მედიაციის პროცესის“ შემთხვევაში;
- ხშირ შემთხვევებში, დავაში მონაწილე სუბიექტების უპირობო მოთხოვნა მდგომარეობს - კონფედენციალური ინფორმაციის არაგასაჯაროობა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია სასამართლო პროცესის დაწყების შემთხვევაში;
- მხარეების არსებული პრობლემებისადმი, მაღალი რანგის პროფესიონალურ მიდგომაზე დამყარებული „მედიატორის“ მომსახურეობის შეთავაზების დეფიციტი;
„მედიაციის“ მომსახურეობის მომხმარებელთა კატეგორიები:
- კომპანიები (იურიდიული პირაბი), რომელთა შორის არსებობს ურთიერთპრეტენზიები, მოთხოვნები და ბიზნეს-ურთიერთობებთან დაკავშირებული უთანხმოებები;
- კომპანიები, რომელთა მენეჯმენტის და პერსონალს შორის წარმოქმნილია კონფლიქტური სიტუაცია;
- კომპანიები, რომელთა პარტნიორებს ან აქციონერებს გააჩნიათ პრეტენზიები და მოთხოვნები სხვა აქციონერების ან კომპანიის მენეჯმენტის მიმართ;
მედიაციის მომსახურეობის უპირატესობები, ალტერნატიულ მომსახურეობასთან შედარებით (იგულისხმება სხვა კონკურენტი იურიდიული კომპანიები):
- წარმატებული მოლაპარაკებების „ჰარვარდის მეთოდის“ (მეთოდიკის) სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობა;
- სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების მონაწილეობა;
- კორპორატიული ურთიერთობების და პერსონალის მართვის პროფესიონალების მოწვევის შესაძლებლობა;
- სამართლის ექსპერტების და იურისტების მონაწილეობა;
- არსებული, მხარეთა შორის დავის საკითხების კომპლექსური და მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, მხარეებისათვის საუკეთესო ალტერნატივების შემუშავების შესაძლებლობა;
მარკეტინგული კომუნიკაციის არხები:
- მედია-საშუალებები (მომსახურეობის შეთავაზება);
- სარეკლამო სტატიები;
- სასამართლო ორგანოები (ინფორმაციის მიწოდება);
- საზოგადოებასთან ურთიერთობა (პრეს-რელიზები, ინტერვიუ);