ტერმინთა განმარტებები:
- „მედიაცია“ („მედიატორი“) - გულისხმობს მხარეთა (სუბიექტებს) შორის, ურთიერთმორიგების (სასამართლო და საარბიტრაჟო ორგანოების გარეშე) პროცესის წარმართვის და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით - ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის უზრუნველყოფას;
- „მხარეები“ („სუბიექტები“) - ინტერესთა კონფლიქტების საფუძველზე - დაპირისპირებულ მხარეებს;
„მედიაციის“ ტიპის მომსახურეობის საჭიროება:
- სასამართლო (საარბიტრაჟო) პროცესში, მხარეების მონაწილეობის შედეგად:
- ერთ-ერთი მხარე, როგორც წესი რჩება „წაგებულ“ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც მხარეთა მორიგების შედეგად, უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე რჩება დაკმაყოფილებული, მიღებული შეთანხმების შედეგად;
- სასამართლო (საარბიტრაჟო) პროცესთან დაკავშირებული, მხარეთა მიერ გაწეული დანახარჯები გაცილებით აღემატება, „მედიაციის“ („მედიატორის“) მომსახურეობის ხარჯებს;
- სასამართლო პროცესის, შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, დაკავშირებულია მხარეთა ე.წ. „ალტერნატიულ დანახარჯებთან“, რაც ფაქტიურად მინიმიზირებულია „მედიაციის პროცესის“ შემთხვევაში;
- ხშირ შემთხვევებში, დავაში მონაწილე სუბიექტების უპირობო მოთხოვნა მდგომარეობს - კონფედენციალური ინფორმაციის არაგასაჯაროობაში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია სასამართლო პროცესის დაწყების და მიმდინარეობის შემთხვევაში;
- მხარეების არსებული პრობლემებისადმი, მაღალი რანგის პროფესიონალურ მიდგომაზე დამყარებული „მედიატორის“ მომსახურეობის შეთავაზების დეფიციტი;
„მედიაციის“ მომსახურეობის სფერო და მომხმარებელთა კატეგორიები:
- კომპანიები (იურიდიული პირები), რომელთა შორის არსებობს ურთიერთპრეტენზიები, მოთხოვნები და ბიზნეს-ურთიერთობებთან დაკავშირებული უთანხმოებები;
- კომპანიები, რომელთა მენეჯმენტის და პერსონალს შორის წარმოქმნილია კონფლიქტური სიტუაცია;
- კომპანიები, რომელთა პარტნიორებს ან აქციონერებს გააჩნიათ პრეტენზიები და მოთხოვნები სხვა აქციონერების ან კომპანიის მენეჯმენტის მიმართ;
- სამოქალაქო დავები (მათ შორის საოჯახო დავები);
- უფლებების და თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- პოლიტიკური ნიშნით არსებული კონფლიქტები;
- საკუთრებასთან და ფლობასთან დაკავშირებული დავები;
დავების, კონფლიქტების (პრობლემების) გადაწყვეტის საშუალებები.
სამართლებრივი |
მედიაციის საშუალებით |
ბრალეულობის დადგენა |
გამოსავალის და ალტერნატიული ვარიანტების მოძიება |
გასაჩივრება |
მედიაციის და მედიატორის მიმართ ნდობა |
გარე კონტროლი და ზედამხედველობა |
თვითრეგულირება |
განზოგადებული გადაწყვეტილების მიღება |
ცალკეული შემთხვევის მიმართ გადაწყვეტილების მიღება |
სასამართლო გადაწყვეტილება |
შეთანხმების და კონსენსუსის მიღწევა |
ერთადერთი პერსპექტივა (ერთადერთი გადაწყვეტილება) |
დავის დარეგულირების, სხვა და სხვა თვალსაზრისის და ვარიანტების განხილვა |
პრობლემის განხილვის შეზღუდვა |
პრობლემის განხილვის გაშლა |
სასამართლო გადაწყვეტილების უპირობო შესრულება |
შეთანხმების თვითრეალიზაციის სტიმულირება |
მედიაციის მომსახურეობის უპირატესობები, ალტერნატიულ მომსახურეობასთან შედარებით (იგულისხმება სხვა კონკურენტი იურიდიული კომპანიები):
- წარმატებული მოლაპარაკებების „ჰარვარდის მეთოდის“ (მეთოდიკის) სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობა;
- სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების მონაწილეობა;
- კორპორატიული ურთიერთობების და პერსონალის მართვის პროფესიონალების მოწვევის შესაძლებლობა;
- სამართლის ექსპერტების და იურისტების მონაწილეობა;
- არსებული, მხარეთა შორის დავის საკითხების კომპლექსური და მრავალმხრივი ანალიზის შედეგად, მხარეებისათვის საუკეთესო ალტერნატივების შემუშავების შესაძლებლობა;
„მედიაციის პროექტის“ საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ. 593667218 ექსპერტ-მედიატორი - ვახტანგ ხომიზურაშვილი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.