Geo Eng Rus

მედიაცია - დებულება

მოცემული მედიაციის პროცედურის ჩატარების წესები, შემუშავებულია კომპანიის მიერ ინიცირებული “ალტერნატიული მედიაცია” - ს პროექტის თანახმად.

მედიაციის პროცედურის წარმართვის წესები.

1. საერთო დებულებები.

1.1. მოცემული მედიაციის პროცედურის ჩატარების წესები, შემუშავებულია კომპანიის მიერ ინიცირებული “ალტერნატიული მედიაცია” - ს პროექტის თანახმად.

1.2. მედიაციის პროცედურის წარმოება გულისხმობს - მხარეთა შორის არდებული დავების, უთანხმოებების და კონფლიქტური სიტუაციების, მედიატორის მიერ დარეგულირების პროცედურის შესაბამისად, მხარეების ნებაყოფლობითი მონაწილეობით და ურთიერთდამაყოფილებელი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ითვალისწინებს მხარეების ინტერესებს.

1.3. მედიაციის პროცესის (პროცედურის) მხარეებათ ჩაითვლებიან ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც გააჩნიათ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე (და მათ შორის ბიზნეს და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ამასთან ერთად შრომითი, საოჯახო და სხვა სოციალური ურთიერთობებიდან გამომდინარე), წარმოდგენილი დავების (უთანხმოებების) დარეგულირება მედიაციის პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

2. მედიატორი.

2.1. დავაში მყოფი მხარეების მიერ მოწვეული და დამოუკიდებელი ფიზიკური პირი (კ.ს. საადვოკატო ბიურო „სვანიძე და პარტნიორები“-ს წარმომადგენელი და “ალტერნატიული მედიაცია” - ს პროექტის ხელმძღვანელი) (ან რამოდენიმე პირი), დავის დარეგულირების და მხარეების მიერ კონსენსუსის მიღწევის მიზნით - წარმოდგენილი შუამავალი პირი;

3. მედიაციის პროცედურა.

3.1. მედიაციის პროცედურა ითვალისწინებს: მხარეების თანხმობას და მოლაპარაკების პროცესში ნებაყოფლობით მონაწილეობას, აგრეთვე კომფედენციალურობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის, თანასწორუფლებიანობის და მედიატორის ობიექტურობის, დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე;

3.2. მედიაციის პროცესის წარმართვის საფუძველს წარმოადგენს, მედიაციის პროცესში მონაწილეობის, მხარეთა ორმხრივი სურვილი და მედიაციის წესების შესახებ შეთანხმების და მედიატორთან ხელშეკრულების გაფორმება;

3.3. მედიაციის პროცესში იძულებითი მონაწილეობა დაუშვებელია;

3.4. ნებისმიერი მხარე და მათ შორის მედიატორიც უფლებამოსილები არიან, შეწყვიტონ მედიაციის პროცედურაში მონაწილეობა, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე;

3.5. მედიაციის პროცესში მხარეები მონაწილეობენ უშუალოდ (პიროვნულად) ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების ან ნდობა-აღჭურვილი პირების მეშვეობით;

3.6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ აღწევენ მედიაციის დახმარებით შეთანხმებას, ისინი უფლებამოსილები არიან მიმართონ სხვა კანონით გათვალისწინებულ მეთოდებს;

3.7. მედიაციის პროცედურა ტარდება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაყრდნობით. მედიაციის პროცესში (მანამდე ან შემდგომ) დაუშვებელია რაიმე სახის შეზღუდვები, რომლებიც განპირობებულია ქონებრივი, მატერიალური ან სოციალური მდგომარეობით, აგრეთვე ნაციონალური, რასის და ეთნიკური მიკუთვნებით და ამასთან ერთად განათლებით, კულტურით, რელიგიით (მრწამსით) გამოწვეული ფაქტორებით;

3.8. მედიაციის პროცესი წარიმართება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. საჭიროებისამებრ ან საკუთარი სურვილით, მხარეები იწვევენ თავისი ხარჯებით საკუთარ მთარგმნელებს;

3.9. მედიაციის პროცედურა არის კომფედენციალური, რაც ნიშნავს იმას, რომ მედიაციის პროცესში მონაწილეობენ უშუალოდ დავის მონაწილეები და მედიატორი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ მედიაციის პროცეს ესწრებოდნენ მხარის მიერ მოწვეული კონსულტანტები, ადვოკატები, მთარგმნელები (და სხვა) - ეს შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების (ურთიერთთანხმობის) შემთხვევაში;

3.10. იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ არ არის მიღწეული გარკვეული სახის შეთანხმება, მხარეებს ეკრძალებათ მედიაციის პროცესში მიღებული ინფორმაციის გამოყენება - სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესებზე და მათ შორის ინფორმაციის რომელიც ეხება:

  • რომელიმე მხარის მიერ, მედიაციის პროცესში გამოთქმულ მოსაზრებებს;
  • მხარის მიერ გამოთქმულ აღიარებას;
  • მედიატორის მიერ შეთავაზებულ და დავის დარეგულირებასთან დაკავშირებულ წინადადებებს;

3.11. მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მხარეთა შორის ფორმდება „შეთანხმების ოქმი“ (შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება), რომელსაც მხარეები აწერენ ხელს. მოცემული შეთანხმება დასტურდება ნოტარიალურად და იძენს იურიდიულ და სამართლებრივ ძალას;

4. კომფედენციალურობა და შეზღუდვები.

4.1. მედიაციის პროცესში ყველა სახის წარმოებული - ტექსტური, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები (თუ ასეთებს აქვს ადგილი) ითვლება კომფედენციალურად და მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული ჩანაწერების განკარგვაზე;

4.2. მედიატორს არ გააჩნია უფლება, გამოვიდეს მესამე პირის სტატუსში - რაიმე სახის სასამართლო, საარბიტრაჟო და სახვა შეჯიბრითოვბის პრინციპებზე წარმოებულ პროცესზე. განსაკუთრებით მედიატორი არ არის უფლებამოსილი, გააჟღეროს მედიაციის პროცესში მიღებული ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ეხება მხარეების მოლაპარაკების პროცეს, ფაქტებს, გარემოებებს, შეთავაზებებს და გაფორმებულ დოკუმენტაციას;

4.3. მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, შეთანხმებები ან სხვა მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ინახება მედიატორთან 3 წლის პერიოდის განმავლობაში (მედიაციის პროცესის დამთავრების თარიღიდან);

5. მედიატორის უფლებები და ვალდებულებები.

5.1. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას, მედიატორი ვალდებულია:

  • იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
  • დაიცვას, მხარეების მიმართ ნეიტრალური და თანაბარი დამოკიდებულება;

5.2. ამასთან ერთად მედიატორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს მედიაციის პროცესი იმ შემთხვევაში, თუ მედიატორმა საფუძვლიანად არ შეისწავლა და გაანალიზა ყველა ის გარემოება, რომელიც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს მის (როგორც მედიატორის) დამოუკიდებლობაზე ან გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი;

5.3. მედიატორი არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორც რომელიმე მხარის; ადვოკატის, მოწმის, წარმომადგენლის ან ექსპერტის სტატუსით, - როგორც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას, ისე მედიაციის პროცესის დასრულების შემდგომ პერიოდში;

5.4. მედიატორი არ არის უფლებამოსილი, მედიაციის პროცესში გამოთქვას საკუთარი სუბიექტური აზრი, დავის საგანთან დაკავშირებით ან განახორციელოს რომელიმე მხარის მიმართ რაიმე სახის ისეთი ქმედება, რომელიც ატარებს დაჟინებული დარწმუნების ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ხასიათს;

5.5. მედიატორი ახორციელებს თავის საქმიანობას მოცემული წესების და მხარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და უზრუნველყოფს მოლაპარაკების პროცესის კონსტრუქციულ წარმართვას;

5.6. მედიატორი უწევს მხარეებს დახმარებას - მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევაში, ამასთან ერთად მედიატორი მართავს ცალკეულ მხარესთან მოლაპარაკებებს, ყოველგვარი, რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭების გარეშე;

5.7. მედიატორს აქვს უფლება, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს მედიაციის პროცესი, იმ შემთხვევაში, თუ მედიატორი ჩათვლის, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება არის უპერსპექტივო და პრაქტიკულად შეუძლებელია მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევა;

6. მედიაციის პროცესის ინიცირება.

6.1. მედიაციის პროცესის წარმართვაში და დავის დარეგულირებაში დაინტერესებული მხარე (ან მხარეები), აგზავნიან მედიატორის სახელზე განცხადებას (მედიაციის პროცედურის ჩატარების სურვილის და მზადყოფნის შესახებ), სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მხარის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • დავის საგნის მოკლე აღწერა;
  • საწინაამღდეგო მხარესთან არსებული სასამართლო (ან საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება ან სხვა სახის დოკუმენტალურად გაფორმებული ხელშეკრულებები, ოქმები, დასკვნები და სხვა;
  • მედიატორის მოთხოვნის შემთხვევაში, მედიაციის პროცესის ეფექტიანობის და შედეგიანობის გაზრდის მიზნით, - მედიატორისათვის საჭირო დოკუმენტაციის ან მასალების შეუფერხებელი მიწოდების შესახებ, მხარის თანხმობა;
  • მედიატორის გასამრჯელოს გადახდაზე თანხმობა;
  • მხარის ხელმოწერა და თარიღი;

6.2. მედიაციის პროცედურის მომზადების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე მედიაციის პროცედურის განსახორციელებლად, ფორმდება შემდეგი სახის ხელშეკრულებები:

  • მედიაციის მომზადების უზრუნველყოფის შესახებ - ხელშეკრულება;
  • მედიაციის პროცედურის ჩატარების შესახებ სამმხრივი შეთანხმება;
  • მედიაციის პროცედურის ჩატარების შესახებ ხელშეკრულება;

6.3. იმ შემთხვევაში, თუ დავის მხარეებს შორის არ არსებობს მედიაციის პროცედურის (და მედიატორის ჩართვის0 შესახებ შეთანხმება, ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს წერილობით მიმართოს მედიატორს, შესაბამისად მედიაციის პროცესის ინიცირების თაობაზე. ამ შემთხვევაში მედიატორი, აღნიშნული განცხადების მიღების დღიდან 5 - დღიან ვადაში, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს მიღებული განცხადების შესახებ და თავაზობს მხარეებს 30 დღის ვადაში გამოხატონ მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება (თანხმობა ან უარყოფა).

6.4. ამასთან ერთად მედიაციის პროცესის დაწყებისათვის, უპირობოდ აუცილებელია ორივე მხარის წერილობითი თანხმობა;

7. მედიაციის პროცედურის წარმოება და დამთავრება.

7.1. მედიაციის პროცედურა იწყება, მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეთა შორის - წერილობითი შეთანხმების გაფორმებისთანავე;

7.2. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარეებს შორის მედიაციის პროცესის ფორმატის შესახებ რაიმე სპეციალური შეთანხმება, მედიაციის პროცესის წარმართვის სპეციფიკას და ხასიათს, განსაზღვრავს უშუალოდ მედიატორი, მხარეებთან შეთანხმების საფუძველზე;

7.3. მედიაციის პროცესის მსვლელობისას, მხარეებს აქვთ უფლება წარმოადგინონ არსებული დავის დარეგულირების საკუთარი ვერსიები და ვარიანტები, რომლებიც არ ეწინაამღდეგება საქართველოს რესპუბლიკის მომქმედ კანონმდებლობის ნორმენს;

7.4. მედიაციის პროცესის წარმოების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება მხარეების მიერ;

7.5. მედიაციის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:

  • მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება;
  • რომელიმე მხარის მიერ, მედიაციის პროცესის შეწყვეტაზე, წარმოდგენილი განაცხადი;
  • მედიატორის მიერ და მხარეების მისამართით გაგზავნილი, - მედიაციის პროცესის შეწყვეტის ან შესაბამისად მედიაციის პროცესის გაგრძელების არამიზანშეწონილობის შესახებ - წერილობითი შეტყობინება;
  • შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული, მედიაციის პროცესის მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

8. მედიატორული შეთანხმება.

8.1. მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმება ფორმდება „მედიაციის შედეგების აქტის“ მეშვეობით, რის საფუძველზეც მხარეებს შორის ფორმდება ნოტარიალურად დამოწმებული „შეთანხმების ხელშეკრულება“ (ყველა არსებული იურიდიული ნორმების დაცვით);

9. მედიატორის სარგებელი.

9.1. მედიაციის პროცესის დაწყებამდე, მედიატორის მისამართით განაცხადის წარმოდგენისთანავე, მხარეები იხდიან:

  • „საორგანიზაციო გადასახადს“ - 2000 ლარის ოდენობით (თითო მხარე);
  • მედიატორის გასამრჯელოს (მედიაციის პროცესის წარმართვისათვის), რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მედიაციის საქმის წარმოების სირთულის დონის და მედიაციის პროცესის ხანგრძლიობის სავარაუდო პერიოდის გათვალისწინებით;
  • „ზედნადებ“ ხარჯებს (თანაბრად ან შეთანხმებით), რომელთა გაღებაც უწევს მედიატორს, მედიაციის პროცესის წარმართვის უზრუნველსაყოფად (წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე);
  • მედიაციის პროცესის დასრულებისას და მხარეთა შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგად, აგრეთვე მედიაციის პროცესში დაფიქსირებული შეთანხმებების (მიღებული ვალდებულებების) პირობების შესრულების საფუძველზე - ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
  • მედიატორთან მიმართებაში მხარეთა ანგარიშსწორების პროცესში შესაძლებელია გამოყენებული იქნას (მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე) ისეთი სახის საანგარიშსწორებო - საგარანტიო ინსტრუმენტები, როგორც: „პირობითი“ და „უპირობო“ გარანტიები, დოკუმენტარული აკრედიტივი და ინკასო, ოფციონი და სხვა.

9.2. „საორგანიზაციო გადასახადს“ და „ზედნადები ხარჯების“ ოდენობას, მხარეები იხდიან, მედიატორთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 3 დღის ვადაში (ავანსის სახით);

  • საავანსო გადასახადის არგადახდის შემთხვევაში, მედიაციის პროცესი არ იწყება, ხოლო 10 დღის განმავლობაში აღნიშნული საავანსო გადასახადის არგადახდის შემთხვევაში, მედიაციის პროცედურა წყდება და ანულირდება;
  • 01
    თბილისის სააპელაციო სასამართლო
  • 02
    საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 03
    თბილისის საქალაქო სასამართლო
  • 04
    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 05
    სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • 06
    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  • 07
    სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
  • 08
    აღსრულების ეროვნული ბიურო
  • 09
    უფასო იურიდიული დახმარების პორტალი
  • 10
    საქართველოს სასამართლოები
  • 11
    საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
  • 12
    საჯარო ინფორმაციის პროგრამა
  • 13
    დიალოგის განვითარებისთვის
  • 14
    განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი
  • 15
    საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
  • 18
    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • 16
    სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
  • 19
    საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • 17
    საპროცესო ვადის გამოთვლა
  • 20
    საქართველოს რაგბის
    კავშირი

Please publish modules in offcanvas position.